fbpx

თამარ ლილუაშვილი – ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი  გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით წარსდგება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, –  ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობს.

„ეს კონფერენცია უკვე მეორეჯერ იმართება ქალაქ ბუდაპეშტში. ასევე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები კონფერენციაზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს“, – აღნიშნა თამარ ლილუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება