fbpx

თამარ ივერი: – მარტვილის კანიონი! სამწუხაროდ, უზარმაზარი კორუფციის ბუდე

ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში მარტვილის კანიონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. სოპრანოს შეშფოთების მიზეზი კანიონში შესვლა-გასეირნების ფასია, რომელიც 26 ლარს შეადგენს.

თამარ ივერი: – მარტვილის კანიონი! სამწუხაროდ, უზარმაზარი კორუფციის ბუდე! მაშინ როცა მთავრობა დაგვძახის საქართველოში დაისვენეთო, ვერ ვხვდები, ეს “დასვენება” “საკუთარი” ხალხის დამატებით გატყავებაში გამოიხატება?

გუშინ, სტუმრებთან და ბავშვებთან ერთად ავედი მარტვილის კანიონის სანახავად. 4 კაცი და 2 ბავშვი ვიყავით და თითო კაცზე, ნავის ჩათვლით (ისე რა აზრი აქვს ნაპირებზე სეირნობას), არც მეტი არც ნაკლები 26 ლარი მოგვთხოვეს.

უცხოელს 35-40ლარს ვართმევთო, ბავშვები ნახევარი ფასიო (როცა მსოფლიოში 6 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიან). ერთ ნავში 7კაცი ეტევაო და ანუ რაღაც 15-20 წუთი ნავით, ისიც მხოლოდ პირველ ჩანჩქერამდე

ესაა ყველა ტურისტულ ობიექტებზე “ტურიზმის რეალური ხელშეწყობა”! წარმომადგენელი მეუბნება: ქალბატონო, გვაქვს სამთავრობო დათვალიერების მხარეცო და თუ იცნობთ ვინმეს… ანუ, მიჰყავდა საუბარი იქეთ, რომ თუ ვინმეს “ზემოდან დავარეკვინებდი”, უფასოდაც შეგვიშვებდნენ.

თურმე, ჩემი ქვეყნის მთა და ბარი რომ ვნახო, ან “ზემოთ” უნდა ვთხოვო ვინმეს, ან აბსურდული თანხები ვუხადო “სახელმწიფოს ობშიაკს”.

შემდგომი ჩემი შეკითხვა იმ წარმომადგენლისადმი იყო – რას ხმარდება ეს ამხელა თანხები? აქაური ინფრასტრუქტურის გალამაზება-მოვლას? რაზედაც იმ კაცმა ღიმილით და თვალის ჩაკვრით მითხრა – არა, ქალბატონო, რა ინფრასტრუქტურას? თბილისში მიდის ეს თანხებიო. ანუ, რეალურად ილექება “სადღაც, ვიღაცის ჯიბეში”!

შენ მხოლოდ ბუნებრივი მთა და ბარის ნახვით აკეთებ ფულს, ამაში თეთრი არ გეხარჯება და ჩემი თანხა სადღაც გაურკვეველ მისამართზე მიდის თბილისში. და ისმის კითხვა, რატომ თბილისში???

ჩვენს იქ კამათში მოვიდა კიდევ ერთი ქართველი ოჯახი ბავშვებით, რომლებსაც ასევე შესვლა უნდოდათ. ფასის გაგების შემდგომ მშობლების თვალებში საოცარმა სასოწარკვეთილებამ დაისადგურა და ბავშვებს უთხეს, არა, წავედით შვილო, არა გვაქვს ამის საშუალებაო. ბავშვების სახეზე საოცარი განხიბლვა აღიბეჭდა.

გული დამეწვა მათი ყურებით და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე უფრო “კანონმორჩილი” ბიჭია, სტუმრების გამო მოერიდა ასეთ “გარჩევას”, წაიღო ხელი საფულისკენ რომ მაინც შევსულიყავით, მე კი, გამოვბრუნდი და იმ ოჯახს სოლიდარობა გამოვუცხადე.

წარმომადგენელს განვუცხადე: პრინციპის ამბავია, თქვენი მაფიოზური სქემით და ქორვაჭრული ფასების ტარიფებით. ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს ღირსშესანიშნავ ადგილზე-მეთქი და უკან გამოვბრუნდი ჩემი სტუმრებიანად. აი ასე!!!!!!

მე თუ მკითხავთ, საქართველოს გაღატაკებული მოქალაქისთვის შესვლა ყველგან ან უფასოდ ან სიმბოლური ფასი, 1-2ლარი უნდა ღირდეს, რომ მას სურვილი გაუჩნდეს მისი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულების და ბავშვების წაყვანის.

გაუზიარე!

Shares