fbpx

თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას: ბურჯანაძესთან ერთად აპიპინეთ რუსთაველზე და 8% კი არა, პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს

ბურჯანაძესთან ერთად აპიპინეთ რუსთაველზე და 8% კი არა, პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი, – ასე მიმართავს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას.


“ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ ბურჯანაძის ქება დაიმსახურა, ასე გააგრძელე და ვექტორალური აზელვა ქვეყნის ცრუ დამბეზღებელთან, აპიპინეთ რუსთაველზე ბურჯანაძესთან ერთად და 8 პროცენტი კი არა პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი !!!!!!!

ხალხი? ხალხი ბრძენია, როცა პუტინის ტყვე სააკაშვილი ციხეშია, პრინციპული ბრძოლა ღირებულბებით ხალხმა ვერ დაინახა და ხალხი “თამაშს” და ვექტორალურ ” აზელვას “ფსევდო ლიდერებს”-არავის აპატიებს, არც აპატია!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, NDI-ს კვლევის თანახმად “ნაცმოძრაობის” ნდობის მაჩვენებელი 8%-ია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება