fbpx

თაკო ჩარკვიანი ,,ნაცმოძრაობის,, პროტესტს არ უერთდება

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაცმოძრაობის“ პროტესტის ფორმას არ უერთდება და შიმშილობის დაწყებას არ აპირებს. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, პროტესტის ეს რადიკალური ფორმა შედეგს ვერ გამოიღებს.

„მე შიმშილობას არ ვაპირებ. არც არასდროს მიფიქრია შიმშილობაზე. მიმაჩნია, რომ შიმშილობა რუსთაველზე უკეთესი იქნებოდა. არა მგონია, რომ ამ პროტესტის ფორმამ ხელისუფლება შეაწუხოს. ყოველთვის ძლიერი ხაზი რუსთაველზე გადიოდა და ახლაც ასეა“. – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მასობრივი შიმშილობა დღეიდან დაიწყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება