fbpx

თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: 2 % – ად რომ შემოგაქვს ( ფული ) და 31 % – ად უპროცენტებ შენ ხალხს, მევახშე ხარ, აბა რა ხარ?! ეს კაცი შერწყმული იყო სააკაშვილის სისტემასთან

რა თბილისი უნდა დაიბრუნოს, ჯერ დაუბრუნოს გაღატაკებულ თბილისელებს, კაცები რომ გადაამტვრია წელში მისმა ბანკმა და ცოლები რომ გაუქცია.
2 პროცენტად რომ შემოგაქვს პროცენტი და 31-ად უპროცენტებ შენს ხალხს, მევახშე ხარ აბა ბანკირი ხარ?! – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საბანკო სისტემას ანადგურებს სალომბარდე სისტემის ბანკებზე მიბმა.

“საბანკო სისტემას თუ ანადგურებს რაიმე, ეს არის მევახშეური სისტემა. ეს არის, საბანკო სისტემა შეკრული რომ არის ლომბარდებთან, საკუთარი სალომბარდე სისტემა რომ აქვთ. ახალია ეს ყველაფერი?” – აღნიშნა ჩარკვიანმა.
წამყვანის კითხვაზე, ვინმემ დაადგინა, რომ ხაზარაძეს სალომბარდე სისტემა ჰქონდა, ჩარკვიანმა უპასუხა: “აბა ვის ჰქონდა?!”

მისივე თქმით, ხაზარაძე შერწყმული იყო წინა ხელისუფლებასთან და მის მიერ გაპროტესტებული საბანკო პოლიტიკა არ ახსენდება.

“ყოფილი ხელისუფლების დროს, იქნებ მე არ მახსოვს, იქნებ ხალხს არ ახსოვს, ეს კაცი შერწყმული იყო იმ სისტემასთან და გაპროტესტებული გინახავს საბანკო პოლიტიკა რომელიმე ხელისუფლების დროს მის მიერ?”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება