fbpx

თავისთავად, 6 თვე ცოტა დრო რომაა, ეს კი არ არის პრობლემა, რეფორმების გატარებისთვის

კრიტერიუმების განმარტებაში კაცმა არ იცის, ვინ იქნება ჩართული და რა მოთხოვნები იქნება, თუნდაც იგივე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ცხადია, გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი იმისთვისაა, არყიო-არყიო ქვეყანა, სანამ რაღაც გადაწყვეტილებას არ მიგაღებინებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. სუბარი ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს, თუნდაც 6 თვის შემდეგ მოიპოვებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად მან საქართველოს მიერ განსახორციელებელი რეფორმების ბუნდოვანი კრიტერიუმები დაასახელა.

„თავისთავად, 6 თვე ცოტა დრო რომაა, ეს კი არ არის პრობლემა, რეფორმების გატარებისთვის მართლაც, პატარა დროა, მაგრამ შესაძლოა, რეფორმების გატარება დაიწყო და 6 თვე კი არა 3 თვეც საკმარისი იყოს, როცა გასაგები, მკაფიო კრიტერიუმებია. როდესაც ეს კრიტერიუმები არ გაქვს, ამ კრიტერიუმების განმარტება უნდა დაიწყო გზადაგზა, კრიტერიუმების განმარტებაში კაცმა არ იცის, ვინ იქნება ჩართული და რა მოთხოვნები იქნება, თუნდაც იგივე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ცხადია, გიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის იმისთვის, ქვეყანა არყიო-არყიო, სანამ რაღაც გადაწყვეტილებას არ მიგაღებინებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება