fbpx

თავზე ნაგავის დაყრა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება -მირდატ ქამადაძე

ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე, დღეს, ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რა დროსაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავზე ნაგავი დააყარეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ქამადაძის განცხადებით, პროტესტის მსგავი ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და ამის გამო, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს.

„ეს ჯდება გამოხატვის ფორმებში. უკიდურესია, შესაძლოა, ვიღაცას ესთეტიურად არ მოსწონდეს, მეც არ მომეწონა რაც ვნახე. თუმცა, ამის გამო, რომელიმე უწყებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, ეს არის შევიწროვება ადამიანების“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება