fbpx

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის
მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძეს აშშ-ის ეროვნული
გვარდიის ბიუროში ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა
უმასპინძლა. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის,
უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის
მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯო ჯერარდი, ეროვნული გვარდიის ბიუროს
წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ. მხარეებმა აშშ-ის
მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული
მნიშვნელოვანი პროგრამები განიხილეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“
პროგრამის განხორციელებისთვის, რომელიც ათეულობით წლებია ჯორჯიის შტატის ეროვნულ
გვარდიასთან წარმატებით მიმდინარეობს და სამაგალითო პარტნიორობის ნიმუშია. მხარეებმა
მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს
მათ განხორციელებაში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული მხარდაჭერა და კონტრიბუცია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება