თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობისსაწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალებისმეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად რეკრუტთა საწვრთნელი ასეულისსასწავლო პროცესს დაესწრო. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მომავალი სამხედროებისაწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში ტაქტიკურ გადაადგილებაში, საცეცხლემომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სხვა დისციპლინებში მზადდებიან.თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საინფორმაციობრიფინგი მოისმინა, ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო და ბაზის ინფრასტრუქტურადაათვალიერა. მინისტრი პირად შემადგენლობას გაესაუბრა და ქვედანაყოფის განვითარებისსამომავლო გეგმებზე იმსჯელა.ახალქალაქის სამხედრო ნაწილში ირაკლი ჩიქოვანი „ჯარის ბანაკის“ მოსწავლეებსაც შეხვდა,რომლებიც მათზე მორგებული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამხედრო დისციპლინასსწავლობენ. დღეს „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს მეცადინეობები პირველად სამედიცინოდახმარებასა და საინჟინრო მომზადებაში ჩაუტარდათ. დღესვე თავდაცვის მინისტრმა „ჯარისბანაკის“ ბავშვებთან ერთად ისადილა და მათგან პირადად მოისმინა ბანაკში მიღებულიშთაბეჭდილებები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება