საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რიგით 30-ეშეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა მიმართა.საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარებამიმოიხილეს. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირებიდაესწრნენ.რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მასგაერთიანებული სამეფო, გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.