fbpx

თავად ევროკომისიის დოკუმენტით დადასტურდა, რომ ყველა საკვანძო და ფუნდამენტური კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ. აბა, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მისცეს სხვას? ომში არ ჩავერთეთ! სხვა პასუხი არ არსებობს!

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს​ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. 

„დადასტურდა, რასაც ვამბობდით – გადაწყვეტილება იყო უსამართლო, ეს თავად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასების დოკუმენტით დადასტურდა, სადაც წერია, რომ პირველ ადგილზე ვართ ყველა საკვანძო და ფუნდამენტური კრიტერიუმით.

აბა, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მისცეს სხვას? ომში არ ჩავერთეთ! სხვა პასუხი არ არსებობს!

ოდნავ კონკრეტულად, რა გვითხრა ევროკომისიამ: ყველა ფუნდამენტურ საკითხში მოწინავეები ხართ, მაგრამ, მაგალითად სოფლის მეურნეობაში რომ ჩამორჩით და თავდაცვა-უსაფრთხოებაში უკრაინამ გაგისწროთ, ამიტომ მოხდა რომ მცირედით, მაგრამ უკრაინა მაინც წინ წავიდაო…

დასკვნები საზოგადოებისთვის მიგვინდია“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება