fbpx

ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციური მოლაპარაკებების უცნობ დეტალებს ასაჯაროვებს

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ასახელებს იმ ინიციატივას, რომელზეც დახურული მოლაპარაკებების დროს თანხვედრა ჰქონდათ ალეკო ელისაშვილის პარტიას, „ლეიბორისტებს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.
საუბარია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე, ვინაიდან ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ თვითმართველობები, თავისი არსით სრულად პროპორციულ სისტემასთან შეუთავსებელია.
„მე დავინახე, რომ ამ საკითხის შეთანხმება ოპოზიციის შიგნითაც შეუძლებელი იყო. მეტიც, მოლაპარაკებების მაგიდაზე ეს იყო მთავარი კამათის თემა ჩემსა და კობახიძეს შორის. ანუ, ამაზეც არ მოდის – ადგილობრივი არჩევნები [ჩატარდეს] სრულად პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე. უნდათ იმდენი მაჟორიტარის დატოვება, რომ მაინც შეძლონ საკრებულოს ხელში აღება. მოლაპარაკებების მაგიდაზეც ჩანდა, რომ ელისაშვილის პარტიის პოზიცია ეს იყო [ადგილობრივ არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება] და ამ პოზიციას იზიარებდნენ, ბარემ გეტყვით, რაღა დასამალია – „ლეიბორისტები“ და „პატრიოტთა ალიანსი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება