fbpx

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილის შეკრება ჩავთვალოთ, რომ არის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს – სურს თუ არა რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენული საქართველოს ხილვა

„29 აპრილის შეკრება ჩავთვალოთ, რომ არის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს – სურს თუ არა რეალური დამოუკიდებლობა, სუვერენული საქართველოს ხილვა და ქართული, ეროვნული ინტერესების მატარებელი პოლიტიკა. და არა, ზაზუნების ბორბალში ყოფნა, სადაც საქართველო ყოველთვის ხელწამოსაკრავი იქნება.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილის შემდეგ საზოგადოება უკვე არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, რათა იქ საბოლოოდ დაადასტუროს საკუთარი არჩევანი.

„29 აპრილის მერე, როცა საშინაო და საგარეო მტერს, მეგობარს თუ გაურკვეველ პარტნიორს დემონსტრაციას მოვუწყობთ, თუ რას და ვის უჭერს საზოგადოება მხარს, ამის შემდეგ სრულიად საზოგადოება ანალოგიური 31 მარტის რეფერენდუმის დაცვისთვის, ანუ არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება