fbpx

ზურაბ ქადაგიძე: 2024 წელს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, თავისი მედიებითა და ანტისამთავრობო ორგანიზაციებით პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს!

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაცურ” თავხედობას არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.
ქადაგიძე წერს, რომ 2024 წლის არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ქართულ რეალობაში და ამ არჩევნებზე ქართველი ხალხის რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს.
“2024 წლის არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქართულ რეალობაში. ერთ მხარეს იქნება ქვეყნის პერსპექტივა, სტაბილური განვითარება, პოლიტიკური რეალიზმი და დემოკრატია, ხოლო მეორე მხარეს – “ფეიკ-მედია”, “აგენტოკრატია”, თაღლითობა და პოლიტიკანობა, ლიბერალური-ფაშიზმი… არჩევანის გაკეთება უმარტივესი და აუცილებელი იქნება, რადგან სრულიად გაიხვეტოს ქართული რეალობიდან პოლიტიკური ექსტრემიზმი, NGO-პარაზიტიზმი, მიშიზმი და ამდაგვარი სიმახინჯეები! ასე რომ, ქართველი ხალხი 2024 წელს რადიკალურ ოპოზიციას, თავისი მედიებითა და ანტისამთავრობო ორგანიზაციებით პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს!” – წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება