fbpx

ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე: ერთი ხელით ვითომ ძალადობას აპროტესტებენ ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ!

„ხალხის ძალის“წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს Facebook–ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ერთი ხელით ვითომ ძალადობას აპროტესტებენ ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ! 

საით მიგყავთ თემა? 

ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს!

პოლიციელები მოსაკლავად გაიმეტა და ესენი მხარს უჭერენ. 
ესაა ნაცების რეალური სახე!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება