fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ჭყონიას ბავშვები და ოჯახები ისე ადარდებს, როგორც ოკუპაცია. განცხადებებით რუსეთის წინააღმდეგაა და ქართული კოკა-კოლა “ლიწინით” შედის რუსეთში

„ცრუ ინფორმაციას და ციფრებით სპეკულაციას რომ თავი დავანებოთ გააკეთონ სოციალური აქცია, დააპურონ ოჯახები თუ ასე გული შესტკივათ,“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “მაკდონალდსის” მიერ გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით.

ქადაგიძის თქმით, ბიზნესმენი თემურ ჭყონია განცხადებებით რუსეთის წინააღმდეგაა და ქართული კოკა-კოლა “ლიწინით” შედის რუსეთში.

“ცრუ ინფორმაციას და ციფრებით სპეკულაციას რომ თავი დავანებოთ გააკეთონ სოციალური აქცია, დააპურონ ოჯახები თუ ასე გული შესტკივათ, რა არ გეყოფათ რესურსი?
ეს ხომ იცით, რომელი კომპანიაა?
მორჩენილ საკვებს რომ ნაგავში ყრიან ვარგისიანობის მიუხედავად.
ჭყონიას ბავშვები და ოჯახები ისე ადარდებს, როგორც ოკუპაცია.
განცხადებებით რუსეთის წინააღმდეგაა და ქართული კოკა-კოლა “ლიწინით” შედის რუსეთში.
მაკდონალდს საქართველო აბა ერთი ჭყონიას ხელი ამოაყოლეთ და გვითხარით, როდიდან გახდით პოლიტიკური სპეკულანტები?“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება