fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ცისარტყელაზე ფეტიში დაეწყოთ და წარმოიდგინეთ, იალბუზი რომ ახლოდან ნახონ, რა დაემართებათ

„ფანტაზიაში გარღვევა გაქვთ, არ ჯობდა „კრეაწივს“ მისწოლოდით და ერთი „ნარატივით“ მაინც არ დაგეწერათ ეს შეთანხმებული ტექსტები?“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებული ცისარტყელის ამსახველი ფოტოს შესახებ, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთი და იმავე შინაარსის ტექსტით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართავენ.

„აი, ესტროგენის მოზღვავებამ რა იცის, ვერ ჩააბერვინა ბოლომდე?!

მაგრამ ფანტაზიაში გარღვევა გაქვთ, არ ჯობდა „კრეაწივს“ მისწოლოდით და ერთი „ნარატივით“ მაინც არ დაგეწერათ ეს შეთანხმებული ტექსტები?

ცისარტყელაზე ფეტიში დაეწყოთ და წარმოიდგინეთ, იალბუზი რომ ახლოდან ნახონ, რა დაემართებათ?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება