fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ყველაზე დიდი ანტი-ევროპული პროპაგანდა აწარმოა რადიკალურმა ოპოზიციამ და ანტისამთავრობო ორგანიზაციებმა, როდესაც ფეიკ-კამპანიით მოახდინეს მანიპულაცია და საზოგადოებას ახლაც წამლავენ ცრუ ნარატივებით

„როდესაც ასოცირების ხელშეკრულება და ევროპის სტრუქტურები მოგიწოდებენ გამჭირვალობა-ღიაობაზე, ხოლო შენ ამ გამჭირვალობის წინააღმდეგი ხარ, სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი ანტი-ევროპული ნარატივი!“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„ყველაზე დიდი ანტი-ევროპული პროპაგანდა აწარმოა რადიკალურმა ოპოზიციამ და ჩვენმა “საამაყო” ანტისამთავრობო ორგანიზაციებმა, როდესაც არათუ განხილვა-შინაარსზე,არამედ ფეიკ-კამპანიით მოახდინეს მანიპულაცია და საზოგადოებას ახლაც წამლავენ ცრუ ნარატივებით.
არანაირ და მათ შორის ამ კანონს, შემხებლობა არ აქვს ევროპულ კურსთან და ატლანტიკურ მისწრაფებებთან.
პირიქით, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება და ევროპის სტრუქტურები მოგიწოდებენ გამჭირვალობა-ღიაობაზე, ხოლო შენ ამ გამჭირვალობის წინააღმდეგი ხარ, სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი ანტი-ევროპული ნარატივი!
100% მართალია ირაკლი კობახიძე.
დღეს არა საქართველოს დემოკრატიას, არამედ ნაც-მოძრაობას გაუთენდა შავი დღე…“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება