fbpx

ზურაბ ქადაგიძე: რომელი უფრო დიდი ნაძირალაა, კეზერაშვილი თუ ხაზარაძე?“მისტერ ოფშორი” თუ “ხანდაზმული თაღლითი”?

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, დავით კეზერაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არსებულ მსგავსებებზე და განსხვავებებზე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძის განცხადებით, ორივე მათგანი ერთნაირია, თუმცა, განსხვავებული გემოვნება აქვთ, რაზეც მათ მიერ დაფინანსებული პირები მეტყველებს.

“კეზერაშვილის შემდეგ ჩვენ გვყავს მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი”-ირაკლი კობახიძე.

რომელი უფრო დიდი ნაძირალაა, კეზერაშვილი თუ ხაზარაძე?

“მისტერ ოფშორი”, რომელმაც ქართული ჯარის ძარცვით დაიწყო და ევროპელი პენსიონერების გაყვლეფით აგრძელებს… თუ“ხანდაზმული თაღლითი”, რომელმაც შევარდნაძესთან იბარტყა, მიშამ დააფრთიანა და ახლა, პოლიტიკით ცდილობს ხელის მოთბობას?!

პრინციპში, ორივე ერთი ნაგავია, განსხვავება ამასა და კეზერაშვილს შორის გემოვნებაა – კეზერა უფრო გოიმია, ხაბეიშვილსა და ნაყარ-ნუყარა ჟურნალისტებს აფინანსებს…

აი, ხაზარაძე კი:
მედია-დივებსა და პრინცებს,
IQ-დედოფლებს, deep-ნოდარებს, გეგელიებს, სამადაშვილებს, საბაბუაძეებს და მოკლედ, ათასი რჯულის უსამშობლოს.
მეტიც, ამას ცხენზე ჯირითი, გიტარის დაკვრა, მანდარინის კრეფა და “ბეიბისითერობაც” კი შეუძლია…

ოლიგარქებში კეზერაშვილი “რაზვადნოი კლუჩია” და ხაზარაძე “ ესტონ სუპერ ქანჩი”…” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება