fbpx

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ მედიას: კიევი-თბილისის 3 წლის წინანდელ ამბავს, აბამთ დღევანდელ რეისს და თან სინდისი არ გაწუხებთ იოტისოდენა, თუმცა სინდისთან კარგა ხანია კომპრომისზე წასულები ხართ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ვიდეო რომელსაც ოპოზიციური მედია ავრცელებს, სამი წლის წინაა გადაღებული, კიევი – თბილისის რეისზე.

„აჰაა, დაიწყო “პიტალოების დოღი”
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
კიევი-თბილისის 3 წლის წინანდელ ამბავს, აბამთ დღევანდელ რეისს და თან სინდისი არ გაწუხებთ იოტისოდენა, თუმცა სინდისთან კარგა ხანია კომპრომისზე წასულები ხართ…
ეს ნიუსები ჭუტას აჭამეთ დილა-საღამო და გვარამიას “უდაკლადეთ” კამერაში.
არა რა… როგორც ძაღლის კუდი არ სწორდება, ისე პიტალო აზროვნება არ იცვლება!“ – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება