პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილი წერილის ირგვლივ ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ ახლა ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს ნარატივის მხრივ – თითქოს ტრამპს წერილი არ მოუწერია და ყაველაშვილის ადმინისტრაცია იგონებს ან რომელიმე თანამშრომელმა წერილი ტრამპის მაგივრად გამოაგზავნა. “ხვალ დილიდან, ორიდან ერთი “ნარატივი” უნდა ამოარჩიონ : 1) ტრამპს წერილი არ მოუწერია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იგონებს; 2) რომელიღაც “პიარშიკმა” ითაღლითა და წერილი ტრამპის მაგივრად გამოაგზავნა… P.S. გეფიცებით, ჩემი დადებული ფოტო-ქარდები უფრო “ფეიკი” მგონია , ვიდრე ის, რომ ესენი ასეთი მასშტაბის სიშლეგეში გადაეშვებოდნენ…”,-წერს ზურაბ ქადაგიძე.