fbpx

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური “რე-ბრენდინგით” შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი

ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური “რე-ბრენდინგით” შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი- ნაციონალები“ თუ სხვა – ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა “კომპრომეტირებულ” პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ნაც-მოძრაობასთან ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ.

„ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა “კომპრომეტირებულ” პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ნაც-მოძრაობასთან ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდეს სააკაშვილისგან და ფასადური “რე-ბრენდინგით” შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი.
ასე რომ, გირჩი, ლელო, სტრატეგია, დროა და შესაბამისი უსამშობლოთა საზოგადოება, კოლექტიური ნაც-მოძრაობაა, რაც ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ!“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება