fbpx

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: რუსულ ფულს არ თაკილობენ, საქართველოს საბოტაჟს ეწევიან და ყველაზე ბინძური, თაღლითური გზებით მდიდრდებიან

„თუ სადმე ნაძირალა არსებობდა, ყველამ ერთად მოიყარა თავი,ჩვენს საამაყო ოპოზიციაში. თუმცა, რა გასაკვირია? რა ნაძირალებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ისევ ისეთები დარჩნენ“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, რამდენიმე მფლობელი ჰყავს და მათ შორისაა დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ახლა უფრო დიდ მასშტაბებს გაწვდნენ, არახამიასთან ერთად “ჩალიჩობენ” და ევროპელი პენსიონერების ფულით, ევროპელ ლობისტებს ყიდულობენ.

„არ არსებობს, გიორგი მაგას არ იკადრებდა!
თუ სადმე ნაძირალა არსებობდა, ყველამ ერთად მოიყარა თავი, ჩვენს საამაყო ოპოზიციაში.
რუსულ ფულს არ თაკილობენ. საქართველოს საბოტაჟს ეწევიან და ყველაზე ბინძური, თაღლითური გზებით მდიდრდებიან.
თუმცა, რა გასაკვირია?
რა ნაძირალებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ისევ ისეთები დარჩნენ.
ახლა უფრო დიდ მასშტაბებს გაწვდნენ, არახამიასთან ერთად “ჩალიჩობენ” და ევროპელი პენსიონერების ფულით, ევროპელ ლობისტებს ყიდულობენ.“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება