fbpx

ზურაბ ქადაგიძე: მშვიდობით, პრინციპულობითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, ყველა გამოწვევა დაძლევადია

“საქართველოს პარლამენტმა, ირაკლი კობახიძეს ნდობა გამოუცხადა”- ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ახალი მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეძლებს უამრავ პრობლემასთან გამკლავებას, რომელიც წელს არაერთი იქნება, შიდა თუ გარე პოლიტიკური ინსინუაციებით გამოწვეული.

“საქართველოს პარლამენტმა, ირაკლი კობახიძეს ნდობა გამოუცხადა.

წარმატებას ვუსურვებ ახალ მთავრობას და დარწმუნებული ვარ რაციონალური, პრინციპული პოლიტიკითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეძლებს უამრავ პრობლემასთან გამკლავებას, რომელიც წელს არაერთი იქნება, შიდა თუ გარე პოლიტიკური ინსინუაციებით გამოწვეული.

მშვიდობით, პრინციპულობითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, ყველა გამოწვევა დაძლევადია!”- წერს ქადაგიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება