fbpx

ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს რუსეთის ბაზრის დივერსიფიკაციაზე გაკეთებულ განცხადებაზე: ღრმად პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით ამერიკის ბაზრის ათვისებას

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ – ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა “უნდა გაგრძელდეს ბაზრების დივერსიფიკაციის ძალისხმევა, რომ არ იყოთ რუსეთის პოლიტიკური გავლენების მძევალი”

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დაუშვან პირდაპირი ფრენები, გაამარტივონ სავიზო რეჟიმი და უფრო ახლო კომუნიკაცია დამყარდება ამერიკულ საზოგადოებასთან.

„ღრმად პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით, ამერიკის ბაზრის ათვისებას.
დაუშვით პირდაპირი ფრენები, გაამარტივეთ სავიზო რეჟიმი და უფრო ახლო კომუნიკაციას დავამყარებთ ამერიკულ საზოგადოებასთან.
გადადით ქმედებაზე და დაგვიმტკიცეთ, რასაც საუბრობთ.
თუ არა და პოლიტიკური მიმომხილველივით, ყველაფერზე კომენტარის კეთება არ გეზარებათ, ან არ გეუხერხულებათ?
მაშინ ჩავთვლით, რომ ამ განცხადების უკან, კიდევ ერთი პოლიტიკური თითლიბაზობაა და სხვა არაფერი…
NOTHING PERSONAL JUST BUSINESS…“ – წერს ქადაგიძე FACEBOOK – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება