fbpx

ზურაბ ქადაგიძე ვანო ნადირაძეზე: აფთრები, რომ სისხლის სუნს იგრძნობენ, ისეა საქართველოს გარშემო შეკრებილი მტერი

ზურაბ ქადაგიძე ვანო ნადირაძეზე: აფთრები, რომ სისხლის სუნს იგრძნობენ, ისეა საქართველოს გარშემო შეკრებილი მტერი, თუ ცხვრის ქურქიანი მგელი… ეს სამხედრო გამოიყვანა დღეს ტვ-პირველმა და პირდაპირ ეთერში ალანძღინა სახელმწიფო, ჯარი, პოლიცია და მიმართვა გააკეთებინა ქართველ ოფიცრებზე, სამხედრო გადატრიალება მოაწყვეთო… – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბატალიონ “დონბასის” მეთაურ ვანო ნადირაძეზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. „ბელადმა ჯოხი დაიქნია და დიდი და პატარა დაეწყო,სიმაღლის მიხედვით… ეს სამხედრო გამოიყვანა დღეს ტვ-პირველმა და პირდაპირ ეთერში ალანძღინა სახელმწიფო, ჯარი, პოლიცია და მიმართვა გააკეთებინა ქართველ ოფიცრებზე, სამხედრო გადატრიალება მოაწყვეთო… აფთრები, რომ სისხლის სუნს იგრძნობენ, ისეა საქართველოს გარშემო შეკრებილი მტერი, თუ ცხვრის ქურქიანი მგელი… ოღონდ აქ რაიმე უბედურება დატრიალდეს ხელებს იფშვნეტენ… რა პარადოქსია, კეზერაშვილი “თავისუფალ” სიტყვას აფინანსებს… რუსულ დეოკუპაციაზე, მიშამადიდებლები საუბრობენ… ნაყოფიას რუსული პასპორტი ისევ გულის ჯიბით დააქვს…“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება