fbpx

ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტარ რადოსლავ სიკორსკიზე – ეს ბატონი იმ ამერიკელი ჟურნალისტის მეუღლეა, ვინც სააკაშვილის ციხეში ყოფნა საბჭოთა სისტემას შედარა

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე ნიდერლანდური გამოცემა NCR-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი არაბთა გაერთიანებული საემიროებისგან ყოველწლიურად სოლიდურ თანხას – 93 000 ევროს იღებს.

„ეს ბატონი იცით ვისი მეუღლეა? ჰოი საოცრებავ… ამერიკელი ჟურნალისტი,რომელმაც სააკაშვილის ციხეში ყოფნა, საბჭოთა სისტემას შედარა და თქვა ზუსტად იმავე მეთოდებით კლავენო…
რა საინტერესოა არა, სადაც სააკაშვილზე განცხადება კეთდება, მის უკან ფინანსების კვალი ჩანს?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

მისივე თქმით, ევროკავშირში ლობიზმი მეტასტაზებივით არის გავრცელებული და დროის გასვლასთან ერთად, უფრო ნათელი ხდება როგორც არსებული კავშირები ისე, უერთიერთვალდებულებები. ქადაგიძე ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურად მიკერძოებულ ყველა განცხადებას და გადაწყვეტილებას ზურგს დიდი ფული უმაგრებს.

“ეს ბატონი იცით ვისი მეუღლეა?
ჰოი საოცრებავ…ამერიკელი ჟურნალისტი,რომელმაც სააკაშვილის ციხეში ყოფნა, საბჭოთა სისტემას შედარა და თქვა ზუსტად იმავე მეთოდებით კლავენო…
რა საინტერესოა არა, სადაც სააკაშვილზე განცხადება კეთდება, მის უკან ფინანსების კვალი ჩანს?!
მეტასტაზებივითაა გავრველებული მანკიერი ლობიზმი ევროკავშირში და რაც უფრო დრო გადის, ურთიერთ კავშირები და ვალდებულებები უფრო ნათელი ხდება…
სამწუხაროდ ყველა პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს, ზურგს დიდი ფული უმაგრებს…
“დამოკლეს მახვილი” დაეკიდება კიდევ ბევრი დეპუტატის კისერთან, მათ შორის “გაგიკვირდებათ” და ჩვენი ბოროტი კლოუნის “უანგარო” მეგობრებიც აღმოჩნდებიან…” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ევროპარლამენტარ რადოსლავ სიკორსკის მეუღლემ, ჟურნალისტმა ენ ეპლბაუმმა რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ გამოცემა The Atlantic-ში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს საბჭოთა ციხეებისთვის დამახასიათებელი სტილით კლავენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება