fbpx

ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილზე: ექსპერტი, ყველაფრისმცოდნე, ნათელმხილველი და უბრალოდ პიტალო ხუხა, დეკემბერში დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას გვახარებს და თან იმუქრება

ოპოზიციური გაერთიანების შესახებ ექსპერტ გია ხუხაშვილის გამონათქვამებს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და მას პროგნოზების სიზუსტეს უწუნებს.
„მაგ ორთქლმავალს მაგრად ჩაებღაუჭე გიავ, მოსახვევში არაფერს შემოასკდეთ)))
ექსპერტი, ყველაფრისმცოდნე, ნათელმხილველი და უბრალოდ პიტალო ხუხა, დეკემბერში დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას გვახარებს და თან იმუქრება, აუცილებლად უნდა გეშინოდეთო… ლიდერი არც მეტი, არც ნაკლები – სალომე ზურაბიშვილიო…
აბა რა, ყველა ერთად უნდა შეიყაროთ: თაღლითები, თითლიბაზები, აგენტები, პოლიტიკანები, უსამშობლოები, ნაძირლები, უპრინციპოები და ისე მჭიდროდ უნდა შექუჩდეთ, რომ არჩევნების მერე, სანაგვისკენ გაქანებულები გზაზე არ შემოიფანტოთ…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება