fbpx

ზურაბ ქადაგიძე: გვთხოვენ ვეთანამშრომლოთ ორგანიზაცია OECD-ს, რომელიც მოამზადებს შეფასებას ქართულ მართლმსაჯულებაზე – პრობლემა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელშია, რუსუდან მიხელიძე არის ნაციონალური მოძრაობის დაჯგუფების წევრი

ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ორგანიზაცია OECD წარმომადგენლის რუსუდან მიხელიძის facebook სტატუსებს ავრცელებს, სადაც ის ქართულ მართლმსაჯულებას აკრიტიკებს.

ანალიტიკოსის ინფორმაციით, საქართველოს ახალ სიურპრიზს უმზადებენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. როგორც ის ამბობს, პირდაპირ გვთხოვენ, ორგანიზაცია OECD-თან თანამშრომლობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მოამზადებს დასკვნას, რაც მომავალში ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არმონიჭების საფუძველი გახდება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს ქალბატონი არის ნაციონალური მოძრაობის დაჯგუფების წევრი, ასევე, უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე ქეთი მესხიშვილის, რომელიც სასამართლოში ნაცმოძრაობის ინტერესებს ატარებს.

,,მორიგი მავნებლური „სიურპრიზი“ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს:
პირდაპირ გვთხოვენ ვეთანამშრომლოთ ორგანიზაცია OECD-ს,, რომელიც მოამზადებს შეფასებას ქართულ მართლმსაჯულებაზე (სასამართლო, პროკურატურა და ა.შ.), ხოლო ეს შეფასება შემდგომში უნდა გახდეს ერთ-ერთი კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მონიჭების განხილვისას. თავისთავად პრობლემა ის კი არ მგონია, რომ რომელიმე ობიექტურმა ორგანიზაციამ შეაფასოს რეფორმები და მთავრობის მუშაობა, პრობლემა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელშია.
რუსუდან მიხელიძე – ეს ქალბატონი არის ნაციონალური მოძრაობის დაჯგუფების წევრი, ასევე, უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე ქეთი მესხიშვილის, რომელიც სასამართლოში ნაცმოძრაობის ინტერესებს ატარებს. გადახედეთ მის მიერ დაწერილ პოსტებს და თავად გამოიტანეთ დასკვნა, ამ ქალბატონმა როგორ შეიძლება ობიექტური დასკვნა დაწეროს?’’ – წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება