fbpx

ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის მიერ უკრაინაში კორუფციის შესახებ შეტყობინებებისთვის ცხელი ხაზის ამოქმედებაზე: უუპს… რა მდგომარეობაა ზელენსკის სანაქებო მთავრობაში, რომ უკრაინაში კორუფციის ფაქტებზე ამერიკაში უნდა დარეკო! რა სასწაული ნდობა აქვს ამერიკას უკრაინის, არა?!

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის მიერ უკრაინაში კორუფციის შესახებ შეტყობინებებისთვის ცხელი ხაზის ამოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„უუპს… (ამერიკულად)

რა მდგომარეობაა ზელენსკის სანაქებო მთავრობაში, რომ უკრაინაში კორუფციის ფაქტებზე ამერიკაში უნდა დარეკო!

რა სასწაული ნდობა აქვს ამერიკას უკრაინის, არა?!

მდაა… (ქართულად)

ვიდრე საქართველოს რუსეთთან დანაშაულებრივ კავშირებზე ისაუბრებთ, საკუთარი ხვრელები რომ ამოლუქოთ, არა?!

ხრენოვა… (გასაგებ ენაზე)

ეგრე იცის დიდი დოზებით კოლაბორაციამ, ჯერ სასამართლო გადაუფორმეთ და ახლა უკრაინის სუვერენული უფლება, რომ აღკვეთოს დანაშაულები საკუთარ ქვეყანაში სხვას გადააბარეთ!

რა ვიცი, მაგას სახელმწიფო კი არა, „შარაშკინა“ კანტორა ჰქვია“, – აღნიშნავს ქადაგიძე. 

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინაში კორუფციის შესახებ შეტყობინებებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. მითითებულ ნომრებზე დარეკვით, შესაძლებელია ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა დარღვევაზე – კორუფციის, თაღლითობის, გაფლანგვის, სექსუალური ექსპლუატაციის, შევიწროებისა და ადამიანებით ვაჭრობის შესახებ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება