fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის ელჩის განცხადებამ – წერტილი დაუსვა სააკაშვილის პატიმრობის უკანონობას

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის ელჩის განცხადებამ – წერტილი დაუსვა სააკაშვილის პატიმრობის უკანონობას. აქედან გამომდინარე, კეზერაშვილი შეეცდება, ყველა ფინანსური რესურსი მიზანმიმართულად გახარჯოს და ოპოზიცია ახალ პლატფორმაზე გადაიყვანოს სადაც იქნება “ყველა მინუს სააკაშვილი” ,,ამ ახალ გეგმების დაფინანსებას კი ყველაზე კარგად სწორედ კეზერაშვილი შეძლებს… დაიწყება ახლა ანტისაოკუპაციო, სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნა, რომელიც პირდაპირ მოემსახურება რადიკალიზაციის გაზრდას და ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას. ოღონდ მიშას გარეშე.’’ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ანალიტიკოსი წერს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, რომ არ იცვლება და საზოგადოება რადიკალიზაციის წინააღმდეგია ეგ ვერ გაიგო ჩვენმა ოპოზიციამ. ,,მოვლენები ისე განვითარდა ოპოზიციის რადიკალურ ფლანგზე, რომ აუცილებელი ხდება მიშას ჩახსნა “პოლიტ-ცენტრიდან”. გამომდინარე იქიდან, რომ : 1) ვერ მოხერხდა სააკაშვილის “თავგანწირვით” რევოლუცია. 2) ნაც-მოძრაობის რეიტინგმა რეკორდულ მინიმუმს მიაღწია და რაც მთავარია ამერიკის ელჩის(კელი დეგნანი) განცხადებამ, რომ “კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ” – წერტილი დაუსვა სააკაშვილის პატიმრობის უკანონობას და ის განწირულია სასჯელის ბოლომდე მოხდისთვის. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით: რადიკალების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი კეზერაშვილი შეეცდება, რომ ყველა ფინანსური რესურსი მიზანმიმართულად გახარჯოს და ოპოზიცია ახალ პლატფორმაზე გადაიყვანოს, სადაც იქნება “ყველა მინუს სააკაშვილი”. მელიას ვითომ “მეგობრული” აღიარება, სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა და ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ოპოზიციამო, ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ გამარგინალებული მიშა აღარავის სჭირდება და ახალი სწორი გეგმის დასახვაა საჭირო… ამ ახალ გეგმების დაფინანსებას კი ყველაზე კარგად სწორედ კეზერაშვილი შეძლებს… დაიწყება ახლა ანტისაოკუპაციო, სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნა, რომელიც პირდაპირ მოემსახურება რადიკალიზაციის გაზრდას და ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას. ოღონდ მიშას გარეშე… P.Sშესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, რომ არ იცვლება და საზოგადოება რადიკალიზაციის წინააღმდეგია ეგ ვერ გაიგო ჩვენმა ოპოზიციამ. სამწუხაროდ ისევ იგივე უაზრო წრეზე იწყებენ მარათონს.’’ – წერს ანალიტიკოსი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება