ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე:პოლიტიკური “ინცესტის” შედეგი…

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოროსის და ივანოვის შთამომავლებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“იგორ ივანოვის “ნაკურთხმა” და ჯორჯ სოროსის დაფინანსებულმა ე.წ “ვარდების რევოლუციამ”, ბევრ მანკიერებასთან ერთად ისეთი მახინჯი მემკვიდრეობა დაგვიტოვა,რომელსაც თაობები ესაჭიროება გადასაფასებლად.

სააკაშვილ-მერაბიშვილის ძალადობრივი მეთოდებისა და ბენდუქიძე-ბოკერიას ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიის “ინცესტმა”, შექმნა პოლიტიკური კლასის ისეთი მახინჯი მემკვიდრეები,როგორიცაა ხოშტარიას დროა, ვაშაძის სტრატეგია, ჯაფარიძის გირჩი,ჩერგოლეიშვილის ევროპული საქართველო და ათეულობით, უსამშობლო, გამრუდებული მორალის პოლიტიკური აქტორი.

მათი მორალით,

ხელისუფლებაში ყოფნისას-ნულოვანი ტოლერანტობა, ბიზნეს-რეკეტი,აქტივისტების დახოცვა და გვამების მაღაზიის სახურავებზე შემოწყობა, სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.

ხოლო

ოპოზიციაში ყოფნისას-დესტრუქცია, საბოტაჟი, არეულობა, “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა და პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობა ნორმა, გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.

ეს არია კლასიკური ნიმუში იმისა,თუ რა მოიტანა ე.წ. “სოროსისეულმა” გარდაქმნებისა და “მიშას გასაოცარი დემოკრატიის” პოლიტიკურმა “ინცესტმა”.

P.S.
თვალსაჩინოებისათვის,
ვინც ამ ლაზარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, სწორედ ისინი არიან ამ ბარბაროსული აქტის დამგეგმავებიც და განმახორციელებლებიც, რადგან სამართალდამცველების წინააღმდეგ, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ცეცხლის წაკიდებით პოტენციურ მკვლელობას, ცალკე ერთეული მოქალაქეები არ გეგმავენ და უკუნტროლოდ, ქაოტურად არ ანხორციელებენ!”წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება