fbpx

ზურაბ ნოღაიდელის სკანდალური განცხადება დავით-გარეჯზე(ვიდეო)

“მკაფიოდ და პირდაპირ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა”. ზურაბ ნოღაიდელი 2005 წელს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომის დეტალებს იხსნებს, რომელსაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ თავის პრემიერ-მინისტრობის დროს, იმედი ჰქონდა, დავით გარეჯის საკითხი პროფესიონალურად იყო გამოკვლეული და პასუხისმგებელმა პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობდა.
კითხვაზე, იყო თუ არა საკითხთან დაკავშირებით მისი ნდობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კეთილსინდისიერების იმედზე დამყარებული, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ კი, ეს მისი უშუალო პასუხისმგებლობა იყო.
“იმედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, რუკა თუ არგუმენტი, არ არსებობდა.
პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა. ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005 2007 წლებში განხილულა სადმე, დღესაც და 13 წლის მერეც, წინასაარჩევნოდ და ამის მერეც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე. სხვანაირად არ ხდება. ეს საკითხი უნდა გაირკვეს ნამდვილად – ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ,”-განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება