fbpx

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” დაიშალა!

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრმა, ირინა შედანიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას.

ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას კიდევ ათეულობით პარტიის წევრი აპირებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება