7 კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინა იძულებით
გადაადგილებულ 1 747 ოჯახს გადაეცემა.
მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება და მისი ღირებულება 191 012
850 ლარს შეადგენს. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია
„ანაგი“ ახორციელებს. მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი –
სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების
მოწყობასაც ითვალისწინებს.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები,
ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და
ბორჯომში შენდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და
დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამშენებლო
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.