ზრუნვის სააგენტოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებითსახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზეხაზი გაესვა, სააგენტოს როლს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის პროცესში. განხილულიიქნა ტრეფიკინგთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილიაქტივობები.სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთადახმარების სააგენტო ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველწლიურად,ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს.კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ტრეფიკინგის როგორცდანაშაულის, მისი დროული ამოცნობისა და პრევენციის შესახებ, ასევეინფორმირება არსებული სახელმწიფო მხარდამჭერი სერვისების თაობაზე.ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია და ქვეყნის მასშტაბითფუნქციონირებს ოთხი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათავშესაფარი.შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ტრეფიკინგისწინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს კოორდინირებულ და მრავალსექტორულთანამშრომლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეულიდაზარალებულის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინა წაქაძე,სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სტრუქტურული ერთეულებისკრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების წარმომადგენლებიესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება