fbpx

(ვიდეო)ზეიმობენ უკრაინაში, ჩეხეთში – უმძიმესი, ეკონომიკურად და მორალურად კრიზისული ზამთრის მოლოდინში არიან. ამიტომ, ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედება

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კიევში გადაღებულ პროსახელისუფლებო ” დისკოთეკას” და ჩეხეთში ნეიტრალიტეტის მოთხოვნით გამართულ მრავალათასიან მიტინგს სოციალურ ქსელით ეხმაურება.

“პირველ ვიდეოზე – კიევის ცენტრია, კრეშატიკის ქუჩა, საომარ უკრაინაში – პროსახელისუფლებო დისკოტეკა. მეორე ვიდეოზე – პრაღა, მშვიდობიან ჩეხეთში, ანტისახელისუფლებო მიტინგი, ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის მოთხოვნით. რატომ? იმიტომ, რომ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ – “ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს”. არც უცნაური ომი უკრაინაში და კიევის ცენტრში საზეიმო ღრეობა, და არც უცნაური მშვიდობა – ევროპაში. ამათი შემხედვარე, სადაც თითქოს მილიარდობით შემოსულ ფინანსურ შემოდინებებს ზეიმობენ უკრაინაში, ჩეხეთში – უმძიმესი, ეკონომიკურად და მორალურად კრიზისული ზამთრის მოლოდინში არიან. ამიტომ, ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედება – ადგილობრივ საზოგადოებებს აღარ ესმის, რატომ ზიანდება ევროპელების ინტერესები უკრაინის ომის გამო, რატომ ემუქრება ევროკავშირის მდგრადობას საფრთხე და ამას ვერც ვერავინ ხსნის…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება