ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. მისივე თქმით, მანამდე, “დიპ სტეიტმა“ თავისი აგენტების – მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მფარველობისთვის, სწორედ ინტერპოლი გამოიყენა. “ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობა სწორედ საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვაა, ინტერპოლი გახლავთ. თუმცა, ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ინტერესების გავლენით კომპრომისების დაშვება ინტერპოლსაც უწევს. კერძოდ, ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. ბაჩიაშვილის შემთხვევას წინ უსწრებდა „დიპ სტეიტის“ მიერ სხვა უცხოელი აგენტების მფარველობა ინტერპოლის გამოყენებით. კერძოდ, ინტერპოლს 2014 წელს უარი ათქმევინეს მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე, ხოლო 2015 წელს ჯერ დავით კეზერაშვილს, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილს გაუუქმეს გამოცხადებული ძებნა.” – წერს ზაზა შათირიშვილი.