fbpx

ზაზა ლომინაძე საყოველთაო ჯანდაცვაში შეტანილ ცვლილებაზე: თანაგადახდის პრინციპზე ხშირად უწევდათ სხვადასხვა პროცედურების ჩატარება- ეს მაქსიმალურად გაზრდის ჩვენი მოსახლეობის სამედიცინო სარგებლობისთვის ხელმისაწვდომობას

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილ სიახლეზე „ქრონიკაში“ ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება. რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი 10 პროცენტი იქნება, ზედა ზღვარი კი 500 ლარს არ აღემატება. ასევე, ცვლილებები პენსიონერების გარდა 5 წლამდე ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს და სტუდენტებს შეეხებათ.

ზაზა ლომინაძის შეფასებით, ამ სიახლით მოსახლეობისთვის ჯანდაცვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

„დღევანდელი გამოძახილიდან, მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა ასევე კლინიკებიც რა თქმა უნდა კმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან ამ თანაგადახდის პრინციპზე ხშირად უწევდათ განვადების გაკეთება და სხვადასხვა პროცედურების ჩატარება. ეს მაქსიმალურად გაზრდის ჩვენი მოსახლეობის სამედიცინო სარგებლობისთვის ხელმისაწვდომობას.“- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება