fbpx

ზაზა ლომინაძე ონკოპაციენტი ბავშვების დაფინანსებაზე – სამწუხაროა, რომ ამ საკითხზეც კი გამოჩდნენ ადამიანები ამორალური განცხადებებით, რომლებსაც სურთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ოთხი დღის წინ აგორებულ კამპანიას დაუკავშირონ

პრემიერის, როგორც პასუხისმგებლიანი ლიდერის მხრიდან განცხადება გაკეთებულია – დაფინანსდება ყველა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მკურნალობა, ხოლო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე სრულად დაფინანსდება მათი მკურნალობა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე წერს.

როგორც ზაზა ლომინაძე აღნიშნავს, ეკონომიკურმა ზრდამ და გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა სახელმწიფოს და მთავრობას მთლიანად დააფინანსოს არასრულწლოვანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზეც კი გამოჩდნენ ადამიანები ამორალური განცხადებებით, რომლებსაც სურთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ოთხი დღის წინ აგორებულ კამპანიას დაუკავშირონ და ხალხს დააჯერონ, თითქოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ხარჯების განსაზღვრა სამ-ოთხ დღეში შეიძლება.

„ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობას აქამდე ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, თბილისის მერია და სოლიდარობის ფონდი აფინანსებდა, თუმცა, რასაკვირველია, ყველა შემთხვევას და პაციენტს ეს არ ყოფნიდა.

ეკონომიკურმა ზრდამ და გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა სახელმწიფოს და მთავრობას მთლიანად დააფინანსოს არასრულწლოვანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამას წინ უძღოდა თვეების სამუშაო და წინა წლების დანახარჯების ანალიზი, ასევე, წლევანდელი და მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის და საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინება. როგორც კი ამ პარამეტრების სტაბილურობაში დარწმუნდა, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის სფეროში.
სამწუხაროა, რომ ამ საკითხზეც კი გამოჩდნენ ადამიანები ამორალური განცხადებებით, რომლებსაც სურთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ოთხი დღის წინ აგორებულ კამპანიას დაუკავშირონ და ხალხს დააჯერონ, რომ თითქოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ხარჯების განსაზღვრა სამ-ოთხ დღეში შეიძლება.
პრემიერის, როგორც პასუხისმგებლიანი ლიდერის მხრიდან განცხადება გაკეთებულია – დაფინანსდება ყველა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მკურნალობა, ხოლო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე სრულად დაფინანსდება მათი მკურნალობა!“ – წერს ზაზა ლომინაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება