fbpx

ზავრადაშვილი: ბიძინა ივანიშვილს თავი დაანებეთ, ეს არის ადამიანი, რომლის ამაგი განუზომელია ქართველი ხალხის მიმართ

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ძალიან მალე გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი.

როგორც ზავრადაშვილი აღნიშნავს, იმას, რასაც პრემიერი ქართველ ხალხს შეჰპირდა – აუცილებლად გააკეთებს:

“რა მიზეზითაც ის ადამიანები იქ იყვნენ (ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე), ეს იყო ევროპის დიდ ოჯახში გაერთიანების კიდევ ერთხელ დემონსტრირება.

ხელისუფლებამ ევროპისკენ ნაბიჯები გადადგა კი არა, ყველაფერი გააკეთა.

რა დაკვეთა და მოთხოვნაც იქნება, ნაბიჯ-ნაბიჯ, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი – კანონმდებლობის თუ ნებისმიერი დირექტივის ნაწილში – პრემიერმა უკვე თქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს”, – ამბობს ზავრადაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება