fbpx

ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლის და ქართველი საზოგადოების უმრავლესობის-ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დაიწყეს რეჟიმის მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილთან პარალელების გავლება… საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? ,,საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა რაც მოლაშვილმა?, ეხლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით რაც საზოგადოებამ ნახა.” ასე ეხმიანება ქესპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძეს, განცხადებას, რომლის თქმით, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს. როგორც ზაალ ანჯაფარიძე წერს, ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლისა და ქართული საზოგადოების უმრავლესობის. ,,სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა, ძველებმაც და ახლებმაც, მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღეს დაიწყეს სააკაშვილსა და მისი რეჟიმის მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილს შორის პარალელების გავლება. სულ მიკვირს, რომ ამ ქართული საპასპორტო მონაცემების ადამიანებს, საერთოდ არ ესმით ქართველების. საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა რაც მოლაშვილმა?, ეხლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით რაც საზოგადოებამ ნახა ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, ჯერ ერთი მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლის და ქართველი საზოგადოების უმრავლესობის.” – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება