fbpx

ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილზე: ამ არამზადას ყოფნის თავხედობა განაცხადოს – მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა რუსეთის თავდასხმის დროს

ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილზე: ამ არამზადას ყოფნის თავხედობა განაცხადოს – მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა რუსეთის თავდასხმის დროს, 2008 წელს “ნაცმოძრაობა, მისი პოლიტიკური სატელიტები და მათთან აფილირებული ექსპერტები შარვლებიდან და კაბებიდან ხტებიან, რომ საქართველომ “ქართული ოცნების” მმართველობის დროს არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი”- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სააკაშვილს ყოფნის თავხედობა და აცხადებს, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში დაიცვა ქვეყანა რუსეთის თავდასხმის დროს 2008 წელს. „თუ დაიცვა, მაშინ საიდან აღმოჩნდა თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი? „ – სვამს კითხვას ექსპერტი. “როგორც გუშინ აღვნიშნე, ნაცმოძრაობა, მისი პოლიტიკური სატელიტები და მათთან აფილირებული ექსპერტები შარვლებიდან და კაბებიდან ხტებიან, რომ საქართველომ “ქართული ოცნების” მმართველობის დროს არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს მათ უკვე მედროშედ სააკაშვილი მოევლინათ.

ამ არამზადას ყოფნის თავხედობა მის დღევანდელ წერილში განაცხადოს, “მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა რუსეთის თავდასხმის დროს, 2008 წელს.” ეტყობა აზროვნებასთან დაკავშირებით მართლა პრობლემები აქვს. თუ დაიცვა, მაშინ საიდან აღმოჩნდა თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი? მერე ნუღარ გაუკვირდებათ ნაცებს და მათ სატელიტებს საზოგადოების დამოკიდებულება და არჩევნებზე მიღებული სავალალო შედეგი”-წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება