fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალური ოპოზიციის კონგლომერატმა მყისიერად გააცნობიერა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის შედეგად, ვერც ისინი და ვერც მათი პარტიული ტელეარხები ვეღარ მიიღებენ შინნაზარდი ოლიგარქების მიერ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თუ სხვადასხვა მაქინაციებით ნაშოვნ ფულს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანალიტიკოსი თქმით, რადიკალური ოპოზიციის კონგლომერატმა მყისიერად გააცნობიერა, რომ ამ კანონის შედეგად ვეღარ მიიღებენ ოლიგარქების მიერ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თუ სხვადასხვა მაქინაციებით ნაშოვნ ფულს და შესაბამისად, არიან კანონზომიერ ისტერიკაში.

„ევროკავშირმა მოიწონა დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინაში და ელოდება მისი რეალიზაციის შედეგებს.
დიდი ალბათობით ასეთივე მიდგომა ექნება “ასოცირებული ტრიოს” ორ სხვა წევრთანაც (მოლდოვა, საქართველო) – კანონი+შესრულება.
თუმცა, რადიკალური ოპოზიციის კონგლომერატმა მყისიერად გააცნობიერა, რომ ამ კანონის შედეგად, ვერც ისინი და ვერც მათი პარტიული ტელეარხები ვეღარ მიიღებენ შინნაზარდი ოლიგარქების მიერ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თუ სხვადასხვა მაქინაციებით ნაშოვნ ფულს.
შესაბამისად, არიან კანონზომიერ ისტერიკაში“- წერს ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება