fbpx

ზაალ ანჯაფარიძე – თვითმკვლელობა ტრაგედიაა, თუმცა, კითხვებს იწვევს განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები

ზაალ ანჯაფარიძე – თვითმკვლელობა ტრაგედიაა, თუმცა, კითხვებს იწვევს განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ ბინებით უზრუნველყოფას დაჰპირდა 2022 წელს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სანატორიუმ ,,ქართლში” მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერს, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ 2022 წელს ბინებით უზრუნველყოფას დაჰპირდა გაუგებარია პროტესტის განახლების მიზეზი. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ოპოზიციის ბოლოდროინდელ განცხადებებს, სადაც ისინი პროტესტის აგორების ტალღაზე საუბრობდნენ. ,,ადამიანის მიერ თვითმკვლელობა (იმედია გარემოებები დადგინდება), რა თქმა უნდა ტრაგედიაა. თუმცა, კითხვებს იწვევს სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთავრობა მათ დაჰპირდა ბინებით უზრუნველყოფას, თანაც არა შორეულ მომავალში, არამედ უკვე 2022 წელს და ავარიული შენობიდან ქირით ალტერნატიულ ფართებში შესახლებას. ბევრს შეიძლება ახსენდება ცნობილი ძალების ხელწერა და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები პროტესტის ახალი ტალღის აგორებაზე, რაც არაა საფუძველს მოკლებული. თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას.” – წერს ანჯაფარიძე facebook -ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება