fbpx

ზაალ ანჯაფარიძე დეგნანის დღევანდელ განცხადებაზე: ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა

„ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან შეხვედრაზე განხილულიყო – თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის „ინტერპრესნიუსთან“ მიცემული ინტერვიუს შესახებ.

მისივე თქმით როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა.

„ინტერვიუს ჟურნალისტურ სტანდარტს დეტალურად არ შევეხები, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. ერთს კი ვიტყვი, როდესაც კითხვაში არის ჩადებული შეფასებითი და სუბიექტივისტური მსჯელობა, მაგ. ” …ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფის არაკონსტრუქციული განცხადებების უკან…” , იქ ჟურნალისტიკა დამთავრებულია.
ინტერვიუდან კი ბევრი ვერაფერი საინტერესო ვერ გავიგეთ, ზოგადი ფრაზების გარდა. უფრო მეტიც, ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან(!) შეხვედრაზე განხილულიყო – თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა. როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა. ივანიშვილისთვის კი პირადი მოსაზრებების და პოზიციის გამოთქმის უფლება არავის წაურთმევია!“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება