fbpx

ზაალ ანჯაფარიძე დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: “კეზერას” ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს

ეს რა აჯახა BBC-მ ამ “კრისტალურად ბინძურ” ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფლი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს.

როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მათ, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს, უხერხულობა უნდა შეექმნათ მას შემდეგ, რაც BBC-მ თაღლითური ქსელის უკან მდგარი ბიზნესმენები გამოავლინა, რომელთა შორის, ერთ-ერთი სწორედ დავით კეზერაშვილია.

„ეს რა აჯახა BBC-მ ამ “კრისტალურად ბინძურ” ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით.
კეზერვიზიებისთვის და კეზერპარტიებისთვის ოდნავ უხერხული მაინც უნდა იყოს “კეზერასგან” ფულის მიღება.
თუმცა, მიჰყვებიან რა ვანოსა მცნებასა – ფულს სუნი არ უდის. თან “კეზერას” ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება