fbpx

ვფიცავ “პორფირეს” არ ვარ გამყიდველი

რეზოლუცია მხარდასაჭერად საერთოდ არ გამოსულა, ეს პროვოკაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტყუილია ის, რომ ევროინტეგრაციის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ჩავარდა.

„რეზოლუცია მხარდასაჭერად საერთოდ არ გამოსულა, რამხელა ტყუილებში არიან. მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხეთ, რატომ ვერ დაარეგისტრირა ხმის მისაცემად რეზოლუცია, რატომ მოაწყო ასეთი პროვოკაცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ეს პროვოკაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს“, – აცხადებს ვაშაძე.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

„მონები“, „ქვეყნის გამყიდველები“, „სამარცხვინოები“ – ამ შეძახილებით დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელიდან დაბრუნებულ რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევრონესტზე პროევროპულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება