fbpx

ვრცელდება ნაცზონდერ გიორგი ფარცვანიას შეურაცხმყოფელი მესიჯები მამუკა მდინარაძის მისამართით

ტვ პირველი“ აგრძელებს ბინძური ტყუილების ტირაჟირებას და ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა!

სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა. მან შეასრულა პარტიული დავალება, მამუკა მდინარაძეს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა, რაზეც ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელმა ანალოგიური შეურაცხყოფით უპასუხა. მდინარაძემ ზონდერ ფარცვანიას მიმოწერაში ასევე გადასცა, რომ მას უკვე შეეძლო აღნიშნული „სქრინები“ გადაეცა თავისი „პატრონებისათვის“! ასეც მოხდა – მეორე დღეს, ტელეკომპანია პირველმა ფარცვანიას მიერ მოწყობილი პროვოკაცია ბინძური ტყუილის ტირაჟირებისთვის გამოიყენა.

❗აღნიშნული პროვოკაციის „მეტი დამაჯერებლობისათვის“, ტელეკომპანია პირველმა მოიგონა გაუგონარი ტყუილი, თითქოს მამუკა მდინარაძემ ასევე შეაგინა ზუგდიდის მერს, მამუკა წოწერიას და მაყურებელს გაუგებარი, გაყალბებული „სქრინები“ აჩვენა, რომელზეც არანაირი მიმოწერა არ ჩანს!

❗რაც შეეხება პროვოკაციის მომწყობ გიორგი ფარცვანიას, ის არის ნაციონალური მოძრაობის ზონდერი და გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით. კერძოდ, ფარცვანიამ ნაცმოძრაობის დავალებით პირადი ცხოვრების ვიდეოკადრები ეკა ბესელიას გაუვრცელა!

„ტვ პირველისგან“ განსხვავებით, ვასაჯაროვებთ აღნიშნული მიმოწერის სრულ ვერსიას, სადაც ასევე ჩანს, რომ ზონდერი ფარცვანია ყველაზე ამაზრზენი შინაარსის მესიჯებს პარალელური რეჟიმში შლიდა, თუმცა შეურაცხმყოფელი მესიჯები ამ მიმოწერაშიც რჩება!

+3

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება