fbpx

ვნახე თელავში როგორ იქნევდა ბუკა თითებს და 2012წელი გამახსენდა

  • იქნიუსის” დამფუძვნებელი და ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი 3ივლისის აქციაზე ხალხის დასაპატიჟებლად კახეთში ველად გაჭრილ ბუკა პეტრიაშვილი ინციდენტს ეხმიანება და საინტერესო ისტორიას იხსენებს:
  • დღეს საინფორმაციო სააგენტო Xnews.ge -ს მიერ გავრცელებული კადრები ვნახე, თუ როგორ იქნევდა თითებს ყოფილი დიპლომატი და სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი თელავში საზოგადოებასთან შეხვედრისას …

ვნახე ეს კადრები და ჩემს მიერ ჯერ კიდევ 2014წელს დაწერილი სტატუსი გამახსენდა!!!

რა ვიცი აბა, ალბათ , ისევ იმ თითების ქნევამ გამახსენა!!!

===არქივი 2014წ.===============

…. დღეს კიდევ ერთხელ იქნია თითები მუქარით ბატონმა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა…

კიდევ ერთხელ უპრიანია გავახსენო სულ ახლო წარსული საზოგადოებას:

…… 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მe და ჩემი რამოდენიმე მეგობარი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის კონფიდენციალურად ვთანამშრომლობდით პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორ-სამ ხელმძღვანელთან..

2012 წლის ივნისში ერთ-ერთი დასავლური ორიენტაციის ქვეყნიდან, ჩვენმა იქაურმა მეგობრებმა, რომლებიც იმ ქვეყანაში ეხლაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში არიან, შემოგვთავაზეს საკუთარი სამუშაო ჯგუფის დახმარება საარჩევნო და „ფი-არ“ ტექნოლოგიების მიმართულებით , თითქმის უფასოდ- ითხოვდნენ მხოლოდ ჯგუფის წვერთა მგზავრობის ანაზღაურებას ამ ამოცანის შესრულების დროს…

აღნიშნული წინადადება მე თვითონ პირადად გავაცანი კოალიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და ვთხოვე გამოეყოთ კომპეტენტური პიროვნება ამ უცხოურ ჯგუფთან სამუშაოდ და კომუნიკაციისთვის; ჩემი რჩევა და თხოვნაც იყო, რომ მას პირადად აეღო ეს ფუნქცია საკუთარ თავზე.

ორი თუ სამი დღის შემდეგ, კოალიციის ლიდერის გადაწყვეტილებით, მან შემოგვთავაზა ბატონი ბუკა პეტრიაშვილის კანდიდატურა ამ ჯგუფთან სამუშაოდ.

უნდა გამოვტყდე, რომ ჩვენი ჯგუფი არც მაშინ ენდობოდა მაინცდამინც ალასანიას პარტიის წარმომადგენლებს(რაც გამართლდა კიდეც) და ამიტომ ეს შემოთავაზება შეძლებისდაგავარად გავაპროტესტეთ კიდევაც, მაგრამ მათგან, კოალიციისგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო…

ორ დღეში ჩამოვიდა ჩვენი მეგობრების მიერ გამოგზავნილი პროფესიონალი, რომელსაც იდეაში ამ პროცესებისთვის უნდა ეხელმძღვანელა საქართველოში…
მეორე დილასვე ჩვენს ოფისში მოვუწყეთ შეხვედრა კოალიციის წარმომადგენელთან , ანუ პეტრიაშვილთან..

მან სტუმარს დაუსახა ამოცანად ფაქტიურად, პროგრამა მაქსიმუმი, რაც კი შეიძლებოდა ამ მიმართულების ჯგუფისგან მოეთხოვათ.. ჩვენც და სტუმარიც მივხვდით , რომ მათი შესაძლებლობების გამოცდას აწყობდა..
დაითქვა შეხვედრა ორი დღის შემდეგ ..

ამ შევხედრაზე სტუმარმა ფაქტიურად სრულად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნებიდან უმეტესობის შესრულების შესაძლებლობა, აბსოლუტურად მიზერული ანაზღაურების გათვალისწინებით, რაც ფაქტიურად, ე.წ. სოპერაციო ხარჯებთან იყო დაკავშირებული. და კიდევ ერთხელ დაუდასტურა მათი მზადყოფნა კოალიციის გამარჯვებაში წვლილის შესატანად.

ამის შემდეგ დაიწყო ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი პროცესები, რომლის აღწერით დროს არ წაგართმევთ..

ერთი სიტყვით, ჩამოსვლიდან ერთი კვირის თავზე ჩვენი მეგობარი წასასვლელად მოემზადა, რადგან პეტრიაშვილისგან მიიღო ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ამ ეტაპზე კოალიცია არ საჭიროებდა მათ დახმარებას, ვინაიდან , ჯერ ერთი-მათ თვითონ ჰყავდათ უკეთესი სპეციალისტები, და მეორეც- კოალიცია არ აპირებდა ამ მიმართულებით რაიმე ხარჯების გაწევას, იმიტომ რომ, მათი აზრით, ეს მომსახურება ძალიან ძვირი უჯდებოდათ! (!!!)..:)
თითქოსდა , ასე უნდა დამთავრებულიყო კიდევაც ეს ისტორია, რომ არა ერთი „მაგრამ“! 🙂

საქართველოდან გამგზავრების ერთი კვირის თავზე ჩვენი უცხოელი მეგობრისგან გაისმა სატელეფონო ზარი, რომლითაც ის გაკვირვებული მიყვებოდა, თუ როგორ ურეკავდა და უგზავნიდა ელ-ფოსტაში მესიჯებს ბოლო ორი დღის განმავლობაში კოალიციის ის წარმომადგენელი, რომელიც მე წარვუდგინე მას ! 🙂

ურეკავდა და ემესიჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნითა და მიმართულებით:

  • დაეყოლიებინა ეს ჯგუფი ( ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრებისა) ემუშავათ მათ არა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“, არამედ ამ კოალიციაში შემავალი მათი პარტიის და მისი ლიდერების სასარგებლოდ, ანაზღაურების შესაძლებლობის გათვალისწინებით!!! ამავე დროს უყენებდა პირობას, რომ ამ ზარების და მისი სურვილის შესახებ არ უნდა სცოდნოდა ჩვენს ჯგუფს და შესაბამისად, კოალიციის ხელმძღვალელობას!!!

…. ბატონმა ბუკამ ვერ გაითვალისწინა ჩვენი უცხოელი მეგობრების ის თვისებები პოლიტიკაში, რომელიც თვითონ მათ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია , როგორც აღმოჩნდა-პატიოსნება!

….. რა თქმა უნდა , მან მიიღო უარი ამ წინადადებაზე!

… რა თქმა უნდა, ამის შესახებ მათ ყველაფერი გაიგეს ჩემგან, ვისაც უნდა გაეგო. დანარჩენი მათი საქმე იყო მაშინაც და ახლაც!-წერს ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება